20 აპრ 2017
სტუდენტთა უფლებების ეფექტიანი დაცვა და უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში სტუდენტთა თანაბარი მონაწილეობა. ცვლილებები იგეგმება განათლების კანონში, სტუდენტურ თვითმმართველობებთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტმა დღეს ინიციატივები პირველი მოსმენით განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ამბობს, რომ ახალი სისტემით თვითმმართველობები სტუდენტების უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.