აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

31 დეკ 2024

წლის ბოლო დღე პოლიტიკური თვალსაზრისით დატვირთული იყო აჭარის მთავრობისთვისაც. რეგიონის პირველი პირის პოსტი ისევ თორნიკე რიჟვაძემ ჩაიბარა, მინისტრთა კაბინეტის უცვლელი შემადგენლობით.
თორნიკე რიჟვაძის სამთავრობო გუნდს 4 წლის შემდეგაც დეპუტატებმა ნდობა გამოუცხადეს და მხარი დაუჭირეს სამთავრობო პროგრამასაც, რომელიც 2025-2028 წლების სამოქმედო გეგმა იქნება და რომლითაც მომდევნო წლებში რეგიონის მთავრობა იხელმძღვანელებს. დღეს სხდომას ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია არ ესწრებოდა.