30 დეკ 2024
ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ახალი არჩევნების ჩატარებისა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისსა და ბათუმში აქცია გუშინაც გაიმართა. ბათუმში თავდაპირველად მომიტინგეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით,ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლეს.