ერთობის ჯაჭვი თბილისში

28 დეკ 2024

ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა რითაც მოქალაქეები ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ.

მოქალაქეებს თან ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. დღეს საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვე გავიდა და პროტესტი მოქალაქეებმა ამგვარად გამოხატეს, ცოცხალ ჯაჭვში აქციის მონაწილეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ. თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზე.
აქციას შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარები.