გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დასახელდა

27 დეკ 2024

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის ბოლოს გალა დაჯილდოება ჩაატარა და წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა.

2024 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა.

GFF AWARDS-ის 2024 წლის ყველა ნომინაციის გამარჯვებულები:

  • 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი მამარდაშვილი;
  • 2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - თეონა ბაქრაძე;
  • 2024 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ღავთაძე;
  • 2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - საბა გოგლიჩიძე;
  • 2024 წლის საუკეთესო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი;
  • 2024 წლის საუკეთესო 19-წლამდე ფეხბურთელი- საბა სამუშია;
  • 2024 წლის საუკეთესო 17-წლამდე ფეხბურთელი-საბა ხარებაშვილი.