ევროპული საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

19 დეკ 2024

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირი ავრცელებს. სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები იქნება მსჯელობის ერთერთი თემა. ევროკავშირის ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინასთან, ახლო აღმოსავლეთთან, მიგრაციასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელებენ. შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც უკვე ბრიუსელში იმყოფება.