კოლუმბიაში ჩაძირული ნავიდან ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს

19 დეკ 2024

კოლუმბიაში სამართალდამცველებმა ჩაძირული ნავიდან 1.5 ტონა კოკაინი ამოიღეს. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, გადაარჩინეს 3 მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით დააკავეს. არმიის მიერ გავრცელებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჩამორთმეული კოკაინის სავარაუდო ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე 50 მილიონ დოლარს აღემატება.