სააღდგომო ფესტივალი ზღვისპირა პარკში

19 აპრ 2017

ბათუმის ბულვარის კოლონადებთან, საქველმოქმედო სააღდგომო ფესტივალი საზეიმო გალა კონცერტით გაიხსნა. გამოიფინა სხვადასხვა საკონდიტრო კომპანიის სააღდგომო ნობათი, ნახატები და ხელნაკეთი ნივთები. ღონისძიების ორგანიზატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაა.