საპრეზიდენტო არჩევნები 2024

15 დეკ 2024

მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის საკითხი განხილვის საგანია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სრული ლეგიტიმაცია მას საერთაშორისო პარტნიორებისგან არ აქვს და შესაბამისად ურთიერთობების დამყარებას ვერ შეძლებს.

''ქართულ ოცნებაში'' კი თვლიან, რომ 29-ში ინაუგურაციის შემდეგ მსგავსი პრობლემა არ შეიქმნება და ოპოზიცია ამ პროცესს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის იყენებს.