რევაზ დავითაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვა

12 დეკ 2024

ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ ბაჰრეინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 96 კგ.წონით კატეგორიაში ოქროს და ვერცხლის მედლი მოიპოვა.

რევაზმა ატაცში 171/175/177  კგ. დაძლია, ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დავითაძემ აკვრაში 200/206/210 კილოგრამი დააფიქსირა და ამ დისციპლინაში მე-6 ადგილი დაიკავა.
ორჭიდის ჯამში კი ქართველს 387 კილოგრამი დაუგროვდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

13 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან 109 კგ-ში  ლონგილოზ ბრეგვაძე იასპარეზებს.