12 დეკ 2024
ამ წუთებში ბათუმელი სტუდენტების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა კონსერვატორიის და ამავე დროს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დაკავებული სტუდენტის ანრი კაკაბაძის გათავისუფლება. ისინი ამ წუთებში აქცია-მსვლელობას მართავენ ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.