ხულოს ბიუჯეტის პროექტის განხილვა 

11 დეკ 2024

ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 34 მილიონ 170 000 ლარი იქნება. პრიორიტეტულ ჩამონათვალშია ინფრასტრუქტურა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანმრთელობა და სოციალური უზრუნველყოფა.

მერის ინფორმაციით, კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში მერია 50-ზე მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს, რომელზეც 12 მილიონზე მეტი დაიხარჯება.

საჭიროებებზე კი მოსახლეობამ  ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე ისაუბრა.