საპროტესტო აქცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან

09 დეკ 2024

„დასაჯე მოძალადეები“ - ამ სახელწოდებით აქცია ამ წუთებში   სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან   მიმდინარეობს. შეკრებილები  აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ და უწყებას დამნაშავეების დაჭერისკენ მოუწოდებენ.  ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი რატი ჯიჭონაია,რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება.