მედია რეპრესიების წინააღმდეგ

08 დეკ 2024

მედია ტერორისა და რეპრესიების წინააღმდეგ ამ წუთებში ბათუმში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია იმართება, განცხადებაში ნათქვამია „მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას და შსს სამინისტროს შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმა და ძალადობის წახალისება, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებზე, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებზე თავდასხმის ფაქტები და მისცეს მედიის ყველა წარმომადგენელს უსაფრთხო გარემოში მუშაობის საშუალება. ჩვენც სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს.