მამუკა ჯევაიშის სასამართლო

03 დეკ 2024

ხელვაჩაურის საკრებულოს ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის წევრი მამუკა ჯევაიში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირად ცნო და 2500 ლარით დააჯარიმა. დეპუტატი 2 დეკემბერს აქციის ღამეს, ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის სამართლიანი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლოთ დააკავეს.
ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ მისი დაკავება და სასამართლოს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად მოტივირებული, ოქმის შემდგენმა მხარემ კი სასამართლოზე განმარტა, რომ სამართალდამცავები უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ საპოლიციო ღონისძიებებს ატარებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამუკა ჯევაიშმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება.
სასამართლომ დღეს მოუსმინა მოწმეს, რომელიც აცხადებდა, რომ მამუკა ჯევაიში მხოლოდ ცდილობდა დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ახლობლის დახმარებას, რადროსაც ის დააკავეს. ადვოკატი დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.