სტუდენტების გაფიცვა ბათუმში

02 დეკ 2024

ევროპის მოედანი, მთავრობის სახლი,  საქალაქო და საკონსტიტუციო სასამართლოები - გვიან ღამემდე გაგრძელდა ბათუმში საპროტესტო აქცია. იყო  ქუჩებში მსვლელობა.     

ამ წუთებში კი მორიგი საპროტესტო აქცია იწყება ბსუ-სთან, სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლების ნაწილი დღეს აუდიტორიებში შესვლის ნაცვლად საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. 

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროტესტს უერთდება სხვა უმაღლესი სასწავლებლები. ხელოვნებისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი.