2 დეკემბერს მთავრობის ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართება

01 დეკ 2024

2 დეკემბერს, მთავრობის ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართება.

სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. 

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თანამდებობაზე დაინიშნა 12 მინისტრი, რითაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე, ახალი ხელისუფლების ფორმირება დასრულდა.