პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას დაამტკიცებს

28 ნოე 2024

,,საქართველოს მთავრობას აქვს გამორჩეული შემადგენლობა და შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული ქვეყნისთვის“ - ჰპირდება მოსახლეობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელიც დღეს კანონმდებლის წინაშე წარსდგება და სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებს გააცნობს.  

მთავრობას ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.