გახარია საქართველოსთვის პარლამენტს არ ცნობენ , მაგრამ სიების ჩახსნას ჯერჯერობით არ გეგმავენ

26 ნოე 2024

სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის ის, რაც ოპოზიციას ბრალეულობას მოუხსნის კრიზისზე.
ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიების ჩახსნით პასუხისმგებლობას მოიხსნის კრიზისზე, რომელშიც ქვეყანაა, ძალიან ცდება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ არ იმოქმედებს „ნაცების“ ან „ოცნების“ დღის წესრიგით.