შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პარლამენტის ორივე ასასვლელი ჩაკეტილი აქვთ

24 ნოე 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პარლამენტის ორივე ასასვლელი ჩაკეტილი აქვთ.

პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე 4 კარავი გაიშალა.

აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვენ.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

აქციის მონაწილეები მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის ხელის შეშლას აანონსებენ, რომელიც ხვალ, 12:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.