პროტესტი თბილისში - გმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა

23 ნოე 2024

გმირთა მოედანზე, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ, მოძრაობა გადაიკეტა. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის მონაწილეებმა ორ ადგილას კარვებიც გაშალეს.