ქართველი მორაგბეები დამარცხდნენ

15 აპრ 2017

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები "რაგბი-ევროპის ღია ჩემპიონატის" ფინალურ მატჩში, ტურნირის მასპინძელ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 18:36 დამარცხდა.

''უმცროსი ბორჯღალოსნები'' ამ ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთის თანატოლთა გუნდთან ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ.