ცენტრალური პარკის კოლონადების რეაბილიტაცია

06 ნოე 2024

ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაცია მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება კოლონადების დაზიანებული ზედაპირების, არქიტექტურულ-დეკორატიული ელემენტების, ძეგლის, ფილებისა და სანათების აღდგენა.

სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 470 ათასამდე ლარს შეადგენს.