თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

04 ნოე 2024

დღეს გახდება ცნობილი რა გრძელვადიანი გეგმა აქვს ოპოზიციას. საპროტესტო აქცია ოპოზიციის ორგანიზებით დღეს 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზეა ჩანიშნული. 

საპროტესტო აქციამდე კი რამდენიმე პარტიის ლიდერებმა დილით საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.   

უკვე ცნობილია, რომ 17:00 საათზე იქნება  მსვლელობა,  მიზეზი კი  რუსთაველის გამზირზე, აქციაზე გახდება ცნობილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვეს ისიც, რომ  თუ როგორი იქნება შემდგომი დღეების პროტესტის ფორმები ამაზე ინფორმაციასაც მიაწვდიან საზოგადოებას.