საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფრენბურთში დაიწყო

02 ნოე 2024

დღეს ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. პირველი ტურის შეხვედრებში, ფრენბურთის კლუბ ბათუმის ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა, ქუთაისის საფრენბურთო გუნდებს უმასპინძლეს. მომდევნო შეხვედრებს გასვლაზე ბათუმის ფრენბურთის კლუბი 9 და 10 ნოემბერს გამართავს. ცნობისთვის გასულ წელს, გოგონათა ფრენბურთის კლუბი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, ხოლო ვაჟთა გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში მეორე პოზიციაზე გავიდა.