12 აპრ 2017
საქართველოს სახალხო არტისტი, გივი ბერიკაშვილი ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მსახიობი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც დღეს დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. გივი ბერიკაშვილი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.