ოპოზიციის ლიდერები ელჩებს შეხვდნენ

28 ოქტ 2024

თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის შეკრების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერები სასტუმრო "თბილისი მერიოტში" საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდნენ.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ელჩებს თავიანთი პოზიცია და გეგმები გააცნეს საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.