დავა საკონსტიტუციო ცვლილებებზე

12 აპრ 2017

ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ინიციატივებს უწუნებენ.

წინადადებებს საკონსტიტუციო კომისიის სხდომებზე აჭარიდან დავით გაბაიძე და ზურაბ პატარაძე ახმოვანებენ, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ინიციატივების წარდგენის საშუალება მათ არ ეძლევათ. სწორედ ამიტომ, დღეს ცვლილებათა პაკეტის საკუთარი ვერსია მოამზადეს.