26 ოქტ 2024, 09:52
0ფოთში, საარჩევნო უბანზე ადამიანი გარდაიცვალა.
მოქალაქე კენჭისყრის ერთ-ერთ უბანზე საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად იყო მისული, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.
როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, სამედიცინო ჯგუფი გამოძახების ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.