23 ოქტ 2024
ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად დაბა ხულოსა და მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.
ასევე, ჩატარებული სამუშაოების შედეგად აღდგა დაბა ხულოს სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი. შედეგად, მოსახლეობას სასმელი წყალი, 20:00 საათიდან შეუფერხებლად მიეწოდება.
დასკვნით ფაზაშია შიდასასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.