"ბათუმის თასის" გამარჯვებული ლისაბონის "სპორტინგი" გახდა

23 ოქტ 2024

 

ბათუმში დასრულდა 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირი ‘’ბათუმის თასი’’, რომლის ჩემპიონი ლისაბონის "სპორტინგი" გახდა.

ფინალური შეხვედრის ძირითადი დრო ‘’სპორტინგსა’’ და ‘’ლევანტეს’’ შორის ფრედ 1-1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი პორტუგალიელებმა ესპანელებს 4-2 აჯობეს.

მესამე ადგილისთვის მატჩში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის 15-წლამდელთა გუნდებმა ითამაშეს,სადაც ქუთაისის აკადემიამ რუხის აკადემიას 3-0 აჯობა.

ბათუმის თასზე წელს 8 გუნდმა იასპარეზა. ტიტულისთვის ‘’სპორტინგი’’,’’ტრაბზონი’’,GFF Academy Rukhi, ‘’დინამო’’ თბილისი,’’ლევანტე’’,’’შახტარი’’,’’დინამო’’ ბათუმი და GFF Academy Kutaisi იბრძოდნენ.