ცეკვის ფესტივალი 2024

21 ოქტ 2024

ბათუმში, “ცეკვის ფესტივალი 2024 „ გაიმართა. საერთაშორისო ფესტივალში 7 ქვეყნიდან 500-მდე მოცეკვავე მონაწილეობდა.

საცეკვაო ტურნირს რეგიონმა პირველად უმასპინძლა და ორგანიზატორების თქმით ფესტივალი მომავალშიც გაგრძელდება. მისი მიზანი სპორტული ცეკვების პოპულარიზაციაა.

საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს სპორტული ცეკვების ასოციაციის ხელმძღვანელობით ჩატარდა.