სპექტაკლის პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში

20 ოქტ 2024

‘’მოკვეთილი’’ - ამ სახელწოდებით ბათუმის დრამატული თეატრის ახალი სეზონი ვაჟა-ფშაველას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერით გაიხსნა. პიესა, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულს 1894 წელს დაიწერა და აქცენტს ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე აკეთებს,  დრამატული თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორმა ვატო ჯუღელმა გააცოცხლა.  146 - ე  სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე, კიდევ ერთი სპექტაკლის "თამაში ჭვავის ყანაში სამი ფათერაკიანი დღე" პრემიერა შედგება, მაყურებელი  სპექტაკლს  22 ოქტომბერს ნახავს, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარაიაა.