ომი ახლო აღმოსავლეთში -  ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა

19 ოქტ 2024

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობის შემდეგ ახალი პერსპექტივა გაიხსნა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და მძევლების გასათავისუფლებლად უნდა გამოიყენონ. ბორელი აღნიშნავს, რომ  შესაძლოა ლიბანში  გაერო-ს სამშვიდობო მისია გაძლიერდეს, თუმცა პირველი რაც უნდა გაკეთდეს ეს არის ცეცხლის შეწყვეტა.