ვლადიმერ მახარაძის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

13 ოქტ 2024

შუახევში ვლადიმერ მახარაძის სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში. შეჯიბრებაში 30-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა სხვადასხვა  მუნიციპალიტეტებიდან. ტურნირი შვიდ წონით კატეგორიაში 2008-2010 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ჩატარდა.  ტურნირის მიზანი ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციაა. სამომავლოდ იგეგმება რომ ვლადიმერ მახარაძის სახელობის  ტურნირი რესპუბლიკური მნიშვნელობის გახდეს.