დავა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობაზე

11 ოქტ 2024

ნიუ-იორკი, ბერლინი, ბარსელონა, რომი, ათენი, სალონიკი და პარიზი- ქალაქები სადაც  ცესკო საპარლამენტო არჩევნებისთვის კიდევ 7  საარჩევნო უბანს ხსნის.  

ცესკოს ცნობით, საარჩევნო დღეს ჯამში 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იქნება.   

,,ცესკო-ს დღევანდელი გადაწყვეტილება არანაირად არ პასუხობს ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, გახსნილიყო საარჩევნო უბნები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში“- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მოუწოდებენ საარჩევნო კომისიას, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება.