არჩილ ხაბაძის მამამ კომენტარი ''მთავართან'' გააკეთა

10 აპრ 2017

თამაზ ხაბაძემ პირველი კომენტარი “მთავართან” გააკეთა. მისი ინფორმაციით, თანამდებობის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაწყვიტა. კითხვაზე, ითანამშრომლა თუ არა გამოძიებასთან შპს "ჰიგიენას" ყოფილი დირექტორის ირაკლი ცეცხლაძის მიერ  5 მილიონის დატაცების საქმეზე, ხაბაძემ არ გვიპასუხა.

თამაზ ხაბაძე წლების განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ის სამსახურს დღეს დატოვებს.