მკვლელობა ქობულეთში

08 ოქტ 2024, 15:57

0
გაზიარება:

მკვლელობა მოხდა ქობულეთში, სოფელ ლეღვაში.  ფაქტს ადასტურებს სოფლის რწმუნებული. მერის რწმუნებულის ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტის შედეგად სავარაუდოდ სანადირო თოფით მოკლულია დაახლოებით 65 წლის კაცი.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. ასევე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.  მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ველოდებით.