2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

07 ოქტ 2024

გრძელდება 2025 წლის ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში. დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჯანდაცვის კომიტეტში მოუსმინეს. 

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წელს წინა წლებთან შედარებით გაზრდილია ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, რაც 870 მილიონ ლარს შეადგენს და სამინისტროს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს მოხმარდება.