05 ოქტ 2024
32 წელი გაგრის დაცემიდან. გაგრაში, ომში ტრაგიკულად დაღუპულ გმირებს დღეს თბილისში პატივი მიაგეს. გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და აფხაზეთის მთავრობის წევრები შეიკრიბნენ.