ცვლილებები კანონში

10 აპრ 2017

იურიდიული კომიტეტი სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომელიც  ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის საზოგადოებრივ შრომას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით ითვალისწინებს. ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ კოდექსშიც.  იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილებების მიზანია შემსუბუქდეს სასჯელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე,  თუმცა რეგულაციები გამკაცრდება გასაღებაზე.