ხვალ შუახევობაა

04 ოქტ 2024

ხვალ შუახევობაა. ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სახის აქტივობა, ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, ტრადიციული სამზარეულო. მოეწყობა ფოტო-გამოფენა, ხელნაკეთი ნივთების, სოფლის მეურნეობის ნობათისა და ადგილობრივი წარმოებული რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მონაწილეებს საშუაკება ექნებათ აჭარული კერძები დააგემოვნონ.

ასევე გაიმართება ადგილობრივი ვოკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და სპორტული აქტივობები.

დასკვნითი კონცერტზე ანრი ჯოხაძე და თამუნა მიქელაძე იმღერებენ.

ღონისძიება 80-იანი წლებიდან აღინიშნება, მას წლების წინ ,,სიმღერის დღესასწაულს’’ უწოდებდნენ.