დანიაში ქართული კულტურის დღეები დასრულდა

04 ოქტ 2024

დანიაში ქართული კულტურის დღეები ნანა მჭედლიძის ფილმის - „პირველი მერცხლის“ ჩვენებით დასრულდა.

კულტურის სამინისტროს ინფრომაციით, პროგრამა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას,  ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.

დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, ქართული კულტურის დღეები  24 სექტემბრიდან მიმდინარეობდა.