ფესტივალის გახსნა ხელოვნების მუზეუმში

01 ოქტ 2024

ბათუმში პირველად საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი გაიხსნა . ფესტივალი  მოკლემეტრაჟიანი ფილმების ,საინტერესო ვიდეოების, ვლოგების, ასევე ტურისტულ ლოკაციებზე,ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებზე გადაღებული კორპორატიული ვიდეოების ჩვენებებს მოიცავს .გახსნის ცერემონიალი აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა , ფესტივალი  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.