პედაგოგების დაჯილდოვება ხელვაჩაურში

30 სექ 2024

ხელვაჩაურში მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად ტრადიციულად ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. 

წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელი წელს 36-მა მასწავლებელმა მიიღო.  მათი გამოცდილება, როგორც სასკოლო,ასევე არაფორმალური განათლების აქტივობებსა და ღონისძიებებს მოიცავს.

მასწავლებლების კანდიდატები ხელვაჩაურის რესურსცენტრში სკოლების დირექციიდან  წარადგინეს,სწორედ მათგან შეირჩნენ დაჯილდოვებულები.