სერგეი ლავროვის განცხადება და გამოხმაურებები

30 სექ 2024

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება არის პოზიტიური, თუმცა ამას უნდა მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის დეოკუპაცია - განაცხადა კახი კალაძემ, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

თბილისის მერის თქმით,  ხელისუფლება მიესალმება შერიგებისკენ მიმართულ ნაბიჯებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რაც მისი თქმით, მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს.