კრივის ლეგენდა როი ჯონსი ბათუმშია

29 სექ 2024

კრივის ლეგენდა როი ჯონსი ბათუმშია-ის გუშინ ბათუმის კრივის აკადემიის ახალგაზრდა მოკრივეებს შეხვდა და მცირე მასტერკლასი გამართა.მოგვიანებით ლეგენდარული მოკრივე საერთაშორისო ტურნირს “Eclipse Fight Night”-ს დაესწრო. ტურნირზე სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, სადაც ბათუმის კრივის აკადემიის მებრძოლები ლიდერობდნენ. როგორც ლეგენდარულმა მოკრივემ, აღნიშნა ქართველი მებრძოლები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ და საქართველოს ამ კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ტურნირის გამარჯვებულებს წარმატება როი ჯონსთან ერთად, ვეტერანმა ქართველმა მოკრივეებმა და ოლიმპიურმა პრიზიორებმა მიულოცეს.