სიმონ ართმელაძის მემორიალური დაფა ბათუმში

28 სექ 2024

26  მაისის ქუჩაზე სიმონ ართმელაძის მემორიალური დაფა გაიხსნა. სიმონ ართმელაძე აჭარის დამსახურებული მხატვარი, ღირსების ორდენის კავალერი და პედაგოგი იყო. მხატვარი ძირითადად სოფლის პეიზაჟებს ასრულებდა,ასევე არის ავტორი პეიზაჟებისა და ჟანრული სურათების.  მხატვრის ნამუშევრებში ასახულია აჭარელი ხალხის ყოფა-ცხოვრება. მნიშვნელოვან ნამუშევრებს შორისაა „ აჭარის წყლის ხეობა“ , საღამო მთაში „ , შავშეთის მთა „  და  „ ჩანჩქერი „  .   მემორიალური დაფის გახსნას, ართმელაძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.