ოქროს ფასი რეკორდულად იზრდება

27 სექ 2024

ოქროს ფასი ბოლო რამდენიმე დღეა რეკორდულად იზრდება. საერთაშორისო ბირჟაზე უნცია ოქროს ღირებულება 2600 დოლარს უკვე გადასცდა.

ტენდენცია საქართველოშიც ანალოგიურია. "ოქროს ბირჟაზე" ამბობენ, რომ ყველა სახის ოქროზე ღირებულება 30%-ით გაიზარდა.

რეალიზატორები ფასების კიდევ უფრო მატებას ელიან.