31 წელი სოხუმის დაცემიდან

27 სექ 2024

დილიდან ხალხმრავლობაა თბილისში გმირთა მოედანზე მდებარე ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალთან. სადაც დევნილები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებოდა პრემიერიც.

27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა. მისივე თქმით, გარდაცვლილმა გმირებმა თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და ერთიანი საქართველოს იდეას.